• 22-10-2022
    საფეხბურთო დრამა გორში- თბილისის "დინამო" კვლავ პირველზეა
    საფეხბურთო დრამა გორში- თბილისის "დინამო" კვლავ პირველზეა
    Aa

    ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის "დილამ" თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. გუშინ ბათუმის "დინამომ" "საბურთალო" დაამარცხა და პირველ ადგილზე გადავიდა. თბილისელებს ცხრილის სათავეში დასაბრუნებლად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ. ამავდროულად გორის "დილაც" მოტივირებული გახდლდათ, რადგან მესამე ადგილისათვის ბრძოლაში შიდაქართლელები აქტიურად იბრძვიან. 


    შეხვედრა მეტად დაძაბულად დაიწყო. მასპინძლები ხშირად აქტიურობდნენ და თბილისელებს შეტევის საშუალებას არ აძლევდნენ. გორელებმა მატჩის 35-ე წუთზე წინ გასვლა შეძლეს, კერძოდ, 35-ე წუთზე ონორე გომისმა თავისი გუნდი დააწინაურა. აღნიშნულს "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილია მხრიდან სამმაგი ცვლილება მოყვა. მოედანზე მოისწრაფიშვილი, ულად-ომარი და მაისურაძე გამოვიდნენ. მათ ოსიყმაშვილი, ბარნსი და კალანდაძე ჩაანაცვლეს. პირველი ნახევრისთვის დამატებულ დროში თბილისელებმა უსმანე კამარას თერთმეტმეტრიანით სხვაობა აღადგინეს.


    რაც შეეხება მატჩის მეორე ნახევარს, "დინამო" შედარებით აქტიური იყო, თუმცა უპირატესობა მაინც მასპინძლებისკენ იყო. ამას შედეგი მოყვა და 75-ე წუთზე დავით კობოურმა ავტოგოლი გაიტანა. შეხვედრის მიწურულს გორელებს შეხვედრისთვის წერტილის დასმის შესაძლებლობა 89-ე წუთზე მიეცათ, მაგრამ ვანდერსონ სილვამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.


    მატჩს ხუთი წუთი დაემატა, სწორედ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თბილისელებმა ჯერ, 92-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, მოისწრაფიშვილმა წონასწორობა აღადგინა. 94-ე წუთზე კი იმრან ულად-ომარმა გამარჯვების გოლი გაიტანა და "დინამომ" ურთულესი შეხვედრა მოიგო.


    სატურნირო მდგომარეობა შემდეგნაირია: ლიდერი თბილისის "დინამო" 69 ქულითაა, ბათუმელებს 67 ქულა აქვთ. მესამე ადგილისთვის კი სერიოზული ბრძოლაა, ამ პოზიციაზე ჯერ-ჯერობით "სამგურალია" 48 ქულით, მას მოსდევენ "დილა" 46, "ტორპედო" 46 და "საბურთალო" 44 ქულით.



    Facebook კომენტარები