• 21-12-2023
    გადაწყვეტილება მიღებულია! - რა გეგმა აქვთ სუპერ ლიგის ორგანიზატორებს
    გადაწყვეტილება მიღებულია! - რა გეგმა აქვთ სუპერ ლიგის ორგანიზატორებს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა, რომ მხოლოდ UEFA-სა და FIFA-ს ევროპაში ტურნირების ჩატარების მონოპოლია არ გააჩნიათ.

    აღნიშნული ამბის შემდეგ, ბუნებრივია, ევროპის სუპერ ლიგის საკითხმა წინა პლანზე წამოიწია.

    გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირის ორგანიზატორებმა, რომლებიც ასევე მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" წარმომადგენლები არიან, გულშემატკივრისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

    კერძოდ, გაირკვა, რომ სუპერ ლიგაზე ნებისმიერი თამაშის ყურება თითოელი ადამიანისთვის სრულიად უფასო იქნება.

    როგორც იწერება, ტრანსლაციისთვის შეიქმნება სპეციალური პლატფორმა "Unify", სადაც ასევე მატჩების მიმოხილვების ნახვაც იქნება შესაძლებელი.

    ასე და აგმვარად, აღნიშნული ტურნირის შექმნის საკითხი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.

    Facebook კომენტარები