24-10-2022

სპალეტი: "მოურინიოს სიტყვებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს"

ავტორი
"ნაპოლი" სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კვლავ დაუმარცხებელია - ამჯერად, ლუჩიანო სპალეტის შეგირდებმა "რომა" მინიმალური სხვაობით, ვიქტორ ოსიმენის გოლით დაამარცხეს.
ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ნეაპოლელების გამარჯვება დაუმსახურებელი იყო, რასაც ლუჩიანო სპალეტი გამოეხმაურა:
"ჟოზემ ეს თქვა? არ მინდა მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, ახლა მხოლოდ მატჩის გაანალიზებას ვაპირებ. ეს შეხვედრა ხაფანგებით იყო სავსე, ჩემმა ბიჭებმა კი მითითებები სწორად შეასრულეს. 2-3 რეალური მომენტი შევქმენით და ეს გამარჯვებაში დაგვეხმარა.
შეიძლება, დღევანდელი გამარჯვება ჩვენ სტილს არ შეეფერება, მაგრამ ეს მის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის", - განაცხადა მან.
ტეგები:
Facebook კომენტარები