25-10-2022

იტალიელი ჟურნალისტი: “რომასთან” ყველაზე ცუდად კვარაცხელიამ ითამაშა”

ავტორი
მართალია "რომასთან" შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ვერც გოლი და ვერც ასისტი ვერ მიითვალა, მაგრამ "ნაპოლიმ" ჟოზე მოურინიოს გუნდი ვიქტორ ოსიმენის გოლით მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
Giornalista Mediaset-ის ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ "რომასთან" მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მოედანზე ყველაზე ცუდად ხვიჩა კვარაცხელია გამოიყურებოდა:
“ნაპოლი” სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა მაშინ, როცა მისი ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ამას აკეთებდა. ამჯერად, კვარა მოედანზე ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. არ იყო დამანგრეველი და გადამწყვეტი, როგორც სჩვევია ხოლმე”, – განაცხადა საბატინიმ.
მიუხედავად სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ვიქტორ ოსიმენის გატანილი გოლის შემდეგ ბურთის შენარჩუნების კუთხით კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო "ნაპოლიში".
ტეგები:
Facebook კომენტარები