26-10-2022

[/xfgiven_playerads]
მოურინიო რონალდუსა და ტენ ჰაგის კონფლიქტს ეხმაურება: "ერიკმა ეს უნდა გაიგოს"

ავტორი
ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუს "ტოტენჰემთან" მატჩის დასრულებამდე მოედნის დატოვება არ აპატია და პორტუგალიელი დასაჯა.
რონალდუ "ჩელსისთან" მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა და 3 დღე პირველ გუნდთან ერთადაც ვერ ვარჯიშობდა.
აღნიშნულ ინციდენტს ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ტენ ჰაგი რონალდუს თამაშს არ უნდა ასწავლიდეს.
"მწვრთნელმა უნდა გაიგოს, რომ ასეთ ფეხბურთელს თამაში არ უნდა ასწავლოს. მწვრთნელის ამოცანაა ასწავლოს მას როგორ ითამაშოს გუნდურად.
თქვენ ვერ ასწავლით რონალდუს საჯარიმოს დარტყმას, იბრაჰიმოვიჩს ბურთის მკერდით მიღებას ან დროგბას ჰაერში თამაშს", - ამბობს ჟოზე.
ტეგები:
Facebook კომენტარები