• 03-06-2023
    "მანჩესტერ სიტი" ასოციაციის თასის გამარჯვებულია
    "მანჩესტერ სიტი" ასოციაციის თასის გამარჯვებულია

    "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა, ანგარიშით 2:1.

    "უემბლიზე" გამართულ მატჩში პირველი გოლი "ქალაქელთა" გერმანელმა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა გაიტანა. 32 წლის ვარსკვლავმა თავი შეხვედრის მე-13 წამზე განხორციელებული შორეული დარტყმით გამოირჩინა.

    "წითელმა ეშმაკებმა" ანგარიშის გათანაბრება 33-ე წუთზე შეძლეს. ჯეკ გრილიშის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი გოლად ბრუნო ფერნანდეშმა გარდასახა.

    გადამწყვეტი გოლი 51-ე წუთზე გავიდა. იგი ისევ გიუნდოგანმა მიითვალა - ნახევარმცველმა, რომელსაც "სიტის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, დავიდ დე ხეას კარი ისევ საჯარიმოს გარედან შესრულებული დარტყმით აიღო.

    "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ასოციაციის თასი ისტორიაში მეშვიდედ მოიგო. "სიტიზენთათვის" ამ ტურნირზე ბოლო ტრიუმფი 2019 წლით თარიღდებოდა.

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" დღევანდელი მარცხით სეზონი დაასრულა. რაც შეეხება პეპ გვარდიოლას გუნდს, მათ კიდევ ერთი მატჩი ელოდებათ - 10 ივნისს ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის "ინტერს" შეხვდებიან.

    Facebook კომენტარები