• 20-06-2023
    აარონ ჰიკი: “კვარაცხელიასთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები”
    აარონ ჰიკი: “კვარაცხელიასთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩენპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში “შოტლანდიას” ესტუმრება.

    შეხვედრის წინ შოტლანდიელთა მოთამაშემ, აარონ ჰიკმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

    “ყველამ ვიცით, რომ ის ტოპ ფეხბურთელია. მოუთმენლად ველოდები მის წინააღმდეგ თამაშს, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება. მთელი გუნდი მის ჩაკეტვას ვეცდებით. როდესაც საუკეთესო ხვდები, მასთან განსაკუთრებულად ემზადები. ეს გამოწვევაა და ამ სტილის ფეხბურთელებიც გაუმჯობესებენ, მათგან შეგიძლია ბევრი რამ ისწავლო”. - განაცხადა ჰიკმა.

    ცნობისთვის, შეხვედრა 20 ივნისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები