• 24-12-2023
    ეს "მანჩესტერს" არ ეკადრება! - "იუნაიტედის" კატასტროფული შედეგი
    ეს "მანჩესტერს" არ ეკადრება! - "იუნაიტედის" კატასტროფული შედეგი

    პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედი" ცუდად გამოიყურება. 

    მედიაში კლუბის ყველაზე დიდ პრობლემად გოლების გატანას მიიჩნევენ. 

    ამ ყველაფერს ზურგს "წითელი ეშმაკების" უარყოფითი სტატისტიკა მეტყველებს. 

    "მანჩესტერი" გატანილი გოლების რაოდენობით (18) ბოლოდან მეორე ადგილზეა, გუნდი მხოლოდ ბოლო ადგილოსან, "შეფილდს" (13) უსწრებს. 

    18 გოლი "იუნაიტედთან" ერთად, "ბარნლის" "კრისტალ პალასს" და "ლუტონს" აქვთ. 

    აქვე შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში "მანჩესტერი" მე-8 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები