• 26-12-2023
    გიორგი ზარია ყაზახეთში ითამაშებს!
    გიორგი ზარია ყაზახეთში ითამაშებს!

    26 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ზარია ბათუმის “დინამოს” ტოვებს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი ყაზახურ “კაირათში” გადავიდა. გიორგიმ ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2025 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    ცნობისთვის, ზარიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    საგულისხმოა, რომ გიორგიმ ბათუმის “დინამოსთან” ერთად 2-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგი ზარიას თბილისის “დინამოში” თამაშის გამოცდილებაც აქვს.

    Facebook კომენტარები