• 27-12-2023
    "დინამოდან" რუსეთის ჩემპიონატში - ვინ ტოვებს ქართულ კლუბს
    "დინამოდან" რუსეთის ჩემპიონატში - ვინ ტოვებს ქართულ კლუბს
    Author of the article
    Aa

    რუსულ მედიაში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელზე, უსმანე კამარაზე, ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

    როგორც იწერება, გვინეელი ფეხბურთელი კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

    გავრცელებული ცნობებით, ქართულმა კლუბმა, ეკატერინბურგის "ურალთან" შეთახმებას უკვე მიაღწია.

    იწერება, რომ "დინამო" უსმანეს სანაცვლოდ 380 ათას ევროს მიიღებს.

    აქვე გეტყვით, რომ კამარამ 2023 წელს ქართული გუნდის რიგებში 15 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები