• 28-12-2023
    დეივისს "რეალში" გადასვლის შემთხვევაში ხელფასი დააკლდება - რას აპირებს კანადელი
    დეივისს "რეალში" გადასვლის შემთხვევაში ხელფასი დააკლდება - რას აპირებს კანადელი

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნის" განაპირა მცველის, ალფონსო დეივისის შეძენას აქტიურად ცდილობს.

    არსებობს ვარაუდი, რომ "ბლანკოსი" კანადელის გასაფორმებლად 2024 წლის ზაფხულში გაიწევს.

    გამოცემა, "Marca" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ალფონსოს "რეალში" გადმოსვლის შემთხვევაში მას ხელფასი დააკლდება.

    მადრიდელებს არ სურთ თავიანთი ფინანსური სიმყარის დარღვევა.

    ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის მოსაზრება ჯერ-ჯერობით უცნობია.

    Facebook კომენტარები