• 28-12-2023
    შანსები იზრდება! - კვერნაძემ შესაძლოა “ლაციოს” წინააღმდეგ ითამაშოს
    შანსები იზრდება! - კვერნაძემ შესაძლოა “ლაციოს” წინააღმდეგ ითამაშოს

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-18 ტურის შეხვედრაში “ფროზინონე” “ლაციოს” დაუპირისპირდება.

    Tuttofrosinone.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარასკევს გასამართ შეხვედრაში “ფროზინონეს” რიკარდო მარკიზა, სერჯო კალაჯი, ხაიმე ბაესი, ენტონი ოიონო, რეინიერ ჟესუსი და პოლ ლიროლა დააკლდებიან.

    აქედნა გამომდინარე, გიორგი კვერნაძის სასტარტო შემადგენლობიდან თამაშის შანსი საგრძნობლად იზრდება.

    ცნობისთვის, გიორგი კვერნაძემ მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები