• 20-06-2023
    დასაფასებელი საქციელი! - რა გააკეთა გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძემ
    დასაფასებელი საქციელი! - რა გააკეთა გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძემ

    როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში “ბორნმუთის” აკადემიის ფეხბურთელი, გიორგი მანუელ გონსალევშ ჩუბინიძე ჩაირიცხა.

    გიორგის პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მშობლიურ საქართველოში თამაში არჩია.

    Geo Team-ის ცნობით, 15 წლის ფეხბურთელი მამასთან ერთად მანქანით მივიდა შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში.

    ჩუბინიძემ საყვარელი ნაკრების საგულშემატკივროდ 730 კილომეტრი გამოიარა, რაც ნამდვილად დასაფასებელი ფაქტი გახლავთ.

    ცნიბისთვის, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები