• 16-01-2024
    როგორია გამოკითხვის შედეგები - რატომ და როგორ დაამარცხა მესიმ ჰოლანდი
    როგორია გამოკითხვის შედეგები - რატომ და როგორ დაამარცხა მესიმ ჰოლანდი

    ლონდონში ფიფა-ს 2023 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

    წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი არგენტინელი ლიონელ მესი გახდა, ხოლო საუკეთესო ქალ მოთამაშედ ესპანელი აიტანა ბონმატი დაასახელეს.

    მესიმ მწვრთნელების, ნაკრებების კაპიტნების, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვაში ერლინგ ჰალანდსა (ნორვეგია) და კილიან მბაპეს (საფრანგეთი) აჯობა, ხოლო ბონმატიმ ჯენიფერ ერმოსოსა (ესპანეთი) და ლინდა კაისედოს (კოლუმბია).

    ლიონელ მესიმ და ერლინგ ჰოლანდმა თანაბარი ქულები აიღეს 48:48. გამარჯვებული გამოვლინდა პრინციპით, ვისაც უფრო მეტი ხუთქულიანი ხმა ჰქონდა, ამ შემთხვევაში ლიონელ მესის.


    დანარჩენ ცხრა ნომინაციაში გაიმარჯვეს:

    მამაკაცთა შორის საუკეთესო მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“)

    ქალთა შორის საუკეთესო მწვრთნელი: სარინა ვიგმენი (ინგლისის ქალთა ნაკრები)

    მამაკაცთა შორის საუკეთესო მეკარე: ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, ბრაზილიის ნაკრები)

    ქალთა შორის საუკეთესო მეკარე: მერი ერპსი („მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისის ნაკრები)

    პუშკაშის ჯილდო წლის საუკეთესო გოლისთვის: გილერმე მადრუგა („ბოტაფოგო სპ“)

    საუკეთესო გუნდი მამაკაცთა შორის: „მანჩესტერ სიტი“

    საუკეთესო გუნდი ქალთა შორის: ინგლისის ნაკრები

    სამართლიანი თამაშის ჯილდო: ბრაზილიის მამაკაცთა ნაკრები

    გულშემატკივრის ჯილდო: უგო მიგელ ინიგესი

    Facebook კომენტარები