• 20-06-2023
    “ვეცდებით პორტუგალიასთან ჩვენი სახე ვაჩვენოთ” - ანრი მექვაბიშვილი მატჩის წინ
    “ვეცდებით პორტუგალიასთან ჩვენი სახე ვაჩვენოთ” - ანრი მექვაბიშვილი მატჩის წინ

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა, ანრი მექვაბიშვილმა პორტუგალიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

    შეკრება ნაყოფიერიდ განვითარდა. განვიხილეთ მეტოქე და ვემზადებით თამაშისთვის.

    დიახ, ტრავმა მოვირჩინე. ვფიქრობ, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვარ. პორტუგალიის მწვრთნელს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან მან ძალიან კარგი სიტყვები დაიშურა ჩვენდამი. ჩვენ მოსაგებად გავალთ ხვალაც. ვეცდებით, ხალხს და მსოფლიო ვაჩვენოთ ჩვენი ძალა.

    წნეხი არ იყოს საერთოდ. დიდი სიამოვნებაა ამ ხალხის წინ თამაში. ამას ვეტყვი ბიჭებს თამაშის წინ.

    რა თქმა უნდა კვარა და ჟორჟი ტოპ ფეხბურთელები არიან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორივემ თითქმის ყველა თამაში ითამაშა და ძალიან რთულია. ტრავმების საშიშროებაც იყოს. ვფიქრობ, ჩვენც შეგვწევს ძალა, რომ ისინი ჩავანაცვლოთ.

    ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია პორტუგალია. სუსტი მხარეები ნაკლებად აქვთ. ჩვენ ვეცდებით ხვალ ჩვენი სახე ვაჩვენოთ”. განაცხადა ანრიმ.

    ცნობისთვის, მატჩი ხვალ 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.

    Facebook კომენტარები