• 20-06-2023
    "ჩვენი მოლოდინები არსად წასულა, ის უფრო მეტად გამძაფრდა" - რამაზ სვანაძის კომენტარი მატჩამდე 1 დღით ადრე
    "ჩვენი მოლოდინები არსად წასულა, ის უფრო მეტად გამძაფრდა" - რამაზ სვანაძის კომენტარი მატჩამდე 1 დღით ადრე

    როგორც მოგეხსენებათ, რუმინეთსა და საქართველოში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები, დინამო არენზე 21 ივნისს გათამაშებას პორტუგალიასთან დაპირისპირებით გახსნის.

    გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და კაპიტანმა, ანზორ მექვაბისვილმა მატჩამდე 1 დრით ადრე პრესკონფრენცია გამართეს:

    "ორი კვირაა ვემზადებით. დატვირთული შეკრება გვქონდა, ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. ახლა ყველაფერი თამაშმა უნდა გამოაჩინოს. ძლიერი მეტოქე გვყავს, თანაც ტურნირის დებიუტანტები ვართ. ვეცდებით, საკუთარი შანსი ვეძებოთ და თავი გამოვიჩინოთ"

    "გახსნით მატჩში არ ვიტყვი, თუ რა შედეგი იქნება მისაღები. დიდი მნიშვნელობა თამაშის შინაარს ექნება, რომ სასურველ შედეგზე მერე ვიმსჯელოთ. შესარჩევი ეტაპი არ გვითამაშია, ამხანაგური მატჩები გავმართეთ. ჩვენი მოლოდინები არსად წასულა, ის უფრო მეტად გამძაფრდა. ყველა შეხვედრაში საკუთარი სახე გვქონდა და მნიშვნელოვანია, ეს პორტუგალიასთანაც ასე იყოს",- განაცხადა სვანაძემ

    "ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და თამაშისთვის ვემზადებით. ტრავმა მოვიშუშე და ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და სავარაუდოდ, ვითამაშებ. პორტუგალიის მწვრთნელის სიტყვები, რომ ფრე მათთვის მისაღები შედეგი იქნება და იმის თქმა, რომ ძლიერი გუნდი ვართ, სასიამოვნოა. მათ ჩვენი ძალები ამხანაგურ მატჩში ნახეს"

    "კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკი ყველას არ ჰქონია. მათი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ და ისიც, საქართველისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. მათი გადაწყვეტილება გულდასაწყვეტი იყო, თუმცა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს. ისინი ახლა ჩვენ სხვანაირად გვიგულშემატკივრობენ და ჩვენ გვერდით არიან",- განაცხადა მექვაბიშვილმა

    Facebook კომენტარები