

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრებს შეიძლება LGBT დროშების დემონსტრირების უფლება არ მიეცეთ.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი გენერალ-მაიორმა აბდულაზიზ ალ-ან სარიმ გააკეთა.
"თუ ქომაგი LGBT დროშას ააფრიალებს და მას მე ამას წავართმევ, ამას მისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად კი არა, მის დასაცავად გავაკეთებ, რადგან მე რომ ეს არ გავაკეთო, თავს შეიძლება სხვა დაესხას.
მე არ შემიძლია ტრიბუნაზე თითოეული გულშემატკივრის ქცევაზე მოგცეთ გარანტია. ამიტომაც ვეტყვი ქომაგს: "გთხოვ, ეს დროშა არ ააფრიალო.
თუ გსურთ აღნიშნული საკითხის შესახებ პოზიცია დააფიქსიროთ, ეს ისეთ საზოგადოებაში გააკეთეთ, სადაც ეს მისაღებად ითვლება. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანი ბილეთს ფეხბურთის საყურებლად ყიდულობს და არა პოლიტიკური ჟესტის გასაკეთებლად.
სავსებით ნორმალურია, უყურო ფეხბურთს, თუმცა ამის გამო საზოგადოებას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო," - თქვა ყატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.