• 20-06-2023
    წესით თამაში 0:0-დან უნდა დაიწყოს - რა წერია უეფას წესედებაში
    წესით თამაში 0:0-დან უნდა დაიწყოს - რა წერია უეფას წესედებაში

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი უამინდობის გამო დროებით შეჩერდა.

    შეხვედრის მე-6 წუთზე მასპინძლებმა კუთხურის მოწოდების შემდეგ გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც მსაჯებმა და ფეხბურთელებმა მატჩის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

    საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭოს (IFAB) მიერ დადგენილი თამაშის კანონების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ შემთხვევაში, თუ მატჩი ამინდის გამო მინიმუმ 10 წუთი მაინც შეჩერდა, შეხვედრა ახლიდან, 0:0-დან უნდა დაიწყოს.

    ასე და ამგვარად, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული დაპირისპირება ნულოვანი ფრით გაგრძელდეს.

    Facebook კომენტარები