• 10-11-2022
    პიკე: "90 წუთი ფეხბურთისთვის ძალიან ბევრია. თუ გსურთ უკეთესი თამაში მიიღოთ, მაშინ..."
    პიკე: "90 წუთი ფეხბურთისთვის ძალიან ბევრია. თუ გსურთ უკეთესი თამაში მიიღოთ, მაშინ..."
    ავტორი
    Aa

    დიდი დრო არაა გასული, რაც სუპერლიგის პროექტზე აქტიურად წავიდა საუბარი, თუმცა მალევე ჩაიშალა.


    მიუხედავად ამისა, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კვლავ თვლის, რომ სუპერლიგა რეალისტური და ფეხბურთისთვის საჭირო პროექტია. 


    ფეხბურთიდან სულ ცოტა ხნის წინ წასული ხერარდ პიკე პერესს ნაწილობრივ ეთანხმება - ამ საკითხთან დაკავშირებით "ბარსელონას" აწ უკვე ექს-ფეხბურთელმა ESPN-სთან ისაუბრა:


    "სუპერლიგის წამოწყება დიდი სიგიჟე იყო ფლორენტინო პერესის მხრიდან. მე მას ვეთანხმები იმაში, რომ ახალგაზრდა აუდიენციისთვის სიახლეა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგას არ ვემხრობი.


    ვთვლი, რომ უფრო მოკლე და დინამიკური პროდუქტი უნდა შევქმნათ ფეხბურთის სახით. 90 წუთი მეტისმეტად მიმაჩნია", - განაცხადა პიკემ.

    Facebook კომენტარები