• 21-06-2023
    "სანილის ტრაბახი "ჰემპდენზე" არ დადასტურდა" - შოტლანდიური მედია საქართველოს ნკარებს მწარედ აკრიტიკებს
    "სანილის ტრაბახი "ჰემპდენზე" არ დადასტურდა" - შოტლანდიური მედია საქართველოს ნკარებს მწარედ აკრიტიკებს

    ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გლაზგოში შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით შოტლანდურმა გამოცემამ "Daily Record"- მა საქართველოს ნაკრებზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც "ჯვაროსნებისადმი" უპატივცემულობა იგრძნობოდა:

    "საქართველო მას შემდეგ გვეწვია, რაც ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო და ამ სერიაში რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მათმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრის წინ თქვა, რომ ნებისმიერი გუნდისთვის ღირსეული მოწინააღმდეგენი არიან, თუმცა მისი ტრაბახი "ჰემპდენზე" არ დადასტურდა"

    "ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები მოედანზე ფართოდ მოქმედებდნენ, ხოლო მათი ვარსკვლავური მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე ჯიუტად ცდილობდა მეტოქის დაჯაბვნას. აარონ ჰიკის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი მოკლე სადავით ჰყავდა დაჭერილი."

    "პროგრესისა და რწმენის ნიშნით ამ შოტლანდიას აქვს უნარი, შეასრულოს საკუთარი სამუშაო ისეთი მეოთხე ეშელონის წარმომადგენლებთან დაპირისპირებაში, როგორიც საქართველოა. თუმცა ძველ დროში მათთან ხშირად ბრძოლასაც ჰქონდა ადგილი.",- დაიწერა ბრიტანულ პრესაში

    შოტლანდიასა და საქართველოს ფეხბურთის მხრივ მჭიდრო ურთუერთობა აქვს, იქ არაერთ ქართველს უთამაშია და ბრიტანელი გულშემატკივრისთვის არაერთს შეუყვარებია თვი, ამის იდიალური მაგალითია შოთა არველაძე, რომელიც "რეინჯერსის" ღირსებას 2001-05 წლებში იცავდა. სკოტების ქართველთადმი ასეთი დამოკიდებულება არასწორი და მიუღებელია.

    Facebook კომენტარები