• 21-06-2023
    “ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო” - გურამ კაშია
    “ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო” - გურამ კაშია

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში შოტლანდიის წინააღმდეგ ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

    მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” კაპიტანმა, გურამ კაშიამ მედიასთან ისაუბრა:

    “დასანანია, რომ წავაგეთ. ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ. რთული დღე გვქონდა. ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო, რადგან მინდვრის საფარი ხელს არ უწყობდა ფეხბურთელებს. გოლი გავუშვით და სწორედ მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა თამაშის შეჩერება. დიდხანს მოგვიწია ლოდინი, დავბრუნდით, თუმცა პირობები არ გაუმჯობესებულა. 

    ყოველთვის მეტს ველით და გვინდოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და შეგვეძლო გოლის გატანა. მეტოქისგან განსხვავებით ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. სამწუხაროა, რომ ქულა მაინც ვერ ავიღეთ, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ”. - განაცხადა გურამ კაშიამ.

    Facebook კომენტარები