• 21-06-2023
    ლუკა გაგნიძე: “რეალურად რომ შევაფასოთ, ფიზიკურად გვაჯობეს”
    ლუკა გაგნიძე: “რეალურად რომ შევაფასოთ, ფიზიკურად გვაჯობეს”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში შოტლანდიასთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

    მატჩის შემდეგ ლუკა გაგნიძემ Europop-თან ისაუბრა:

    “რეალურად რომ შევაფასოთ, ფიზიკურად გვაჯობეს. მომენტები ასე თუ ისე გვქონდა, მაგრამ თამაშის შეწყვეტამაც ძალიან იმოქმედა. ეს იყო და ეს, ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც წავაგეთ. ორივე გუნდს უნდოდა, რომ თამაში შეწყვეტილიყო, რადგან ფიზიკურად ბურთის გორება შეუძლებელი იყო. გადაწყვეტილება უეფამ მიიღო. კვარა მსაჯს ეუბნებოდა კუთხურის წინ, რომ თამაში გაეჩერებინა. გოლი რომ გაგვიტანეს, ბურთი გაჩერდა, მეტოქეს დაეხმარა და ამის შემდეგ შეწყვიტა თამაში. ამაზე გვქონდა ჩვენ პრეტენზია". - განაცხადა ლუკა გაგნიძემ.

    Facebook კომენტარები