• 19-01-2024
    მაკტომინეი: "ყველა ფეხბურთელი შოკირებული იქნება, როცა რაშფორდს ვარჯიშისას შეხედავს"
    მაკტომინეი: "ყველა ფეხბურთელი შოკირებული იქნება, როცა რაშფორდს ვარჯიშისას შეხედავს"

    "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელმა მოთამაშემ სკოტ მაკტომინეიმ მარკუს რაშფორდის შესახებ ისაუბრა.

    მაკტომინეიმ თავდამსხმელი შეაქო და განაცხადა, რომ რაშფორდი ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ფეხბურთელია.

    "ყველა ფეხბურთელი შოკირებული იქნება, როდესაც ისინი სავარჯიშო სესიისას რაშფორდს დაინახავენ.

    მარკუსი ძალიან ბევრს მუშაობს. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ის განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ვარჯიშისას ყველაფერი სხვაგვარად ჩანს.

    როდესაც მას დაინახავთ, მიხვდებით, რომ ის უბრალოდ სხვა დონის ფეხბურთელია", - ამბობს სკოტი.

    Facebook კომენტარები