• 21-06-2023
    “კვარაცხელია ვინ?” - ედინბურგ ლაივის ხვიჩა გააკრიტიკა
    “კვარაცხელია ვინ?” - ედინბურგ ლაივის ხვიჩა გააკრიტიკა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში სტუმრად შოტლანდიასთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

    სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

    “კვარაცხელია, ვინ?" - მსგავსი სათაურით აქვეყნებს ედინბურგ ლაივი სტატიას.

    “ხვიჩა კვარაცხელიას თითქმის მთელ ევროპას ეშინოდა. ის ნაპოლისთან ერთად სერია A-ს ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალამდე მიაღწია და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. აარონ ჰიკის სრული უფლება ჰქონდა, რომ შეშინებულიყო. თუმცა ხვიჩამ აბსოლუტურად ვერაფერი ვერ ქნა. ცხადია, ცუდი პირობები იყო, მაგრამ ორივე გუნდისთვის. საქართველოს კი არც უცდია თავისი ძალის ჩვენება. ბოლოს პენალტის გატანა შეეძლო, თუმცა ააცილა", - წერს ედინბურგ ლაივი

    ცხადია, ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. კვარას და ყველა ქართველ მოთამაშეს ყველაფრის გამოსწორების საშუალება სექტემბერში შეეძლებათ.

    Facebook კომენტარები