• 21-06-2023
    “მატჩი თავიდანვე უნდა გადადებულიყო, ღირსეულ საქართველოსთან გამარჯვებით ბედნიერი ვართ” - შოტლანდიის მწვრთნელი
    “მატჩი თავიდანვე უნდა გადადებულიყო, ღირსეულ საქართველოსთან გამარჯვებით ბედნიერი ვართ” - შოტლანდიის მწვრთნელი

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში სტუმრად შოტლანდიასთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

    მატჩის შემდეგ შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კევინ კლარკმა განაცხადა, რომ მატჩი თავიდანვე უნდა გადადებულიყო.

    “დიახ, თამაში მანამდე უნდა შეწყვეტილიყო, თავიდანვე აშკარა იყო, რომ მოედანი ოპტიმალურ პირობებში არ იყო. გოლის შემდეგ მათ უნდოდათ თამაშის შეწყვეტა, ჩვენ კი არა, რაც ცხადია, ნორმალურია. პირობითად, ქართველებს რომ გაეტანათ, მათ არ ენდომებოდათ მატჩის შეწყვეტა. საბედნიეროდ, მოთამაშეებმა ფეხბურთის თამაში მოახერხეს.

    შედეგით კმაყოფილები ვართ. ასევე კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ ძალიან ღირსეულ საქართველოს ნაკრებთან". - განაცხადა კლარკმა.

    Facebook კომენტარები