• 15-11-2022
    ვან დაიკი: "მეეჭვება, მანემ ეს მოახერხოს"
    [/xfgiven_playerads]
    ვან დაიკი: "მეეჭვება, მანემ ეს მოახერხოს"
    ავტორი
    Aa

    სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, ხოლო A ჯგუფში ერთად ყოფილი გუნდელები მოხვდნენ - სადიო მანე და ვირჯილ ვან დაიკი.


    სამწუხაროდ, ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტრავმა მიიღო სადიო მანემ და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ ვერა სენეგალელი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას.


    ვან დაიკმა ამ საკითხზე მედიასთან ისაუბრა:


    "ითამაშებს თუ არა მანე, ნებისმიერ შემთხვევაში რთული ტესტი გველის. მეეჭვება, რომ სადიომ გამოჯანმრთელება მოასწროს, მაგრამ სენეგალი მის გარეშეც ბრწყინვალე გუნდია.


    მინდა მას ვუთხრა, რომ მოახერხებს თუ ვერა თამაშს, ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გველის", - განაცხადა მან.

    Facebook კომენტარები