• 20-01-2024
    კვარაცხელიას "ნაპოლის" დასჯიან? - დე ლაურენტისი დიდ შარში გაეხვა
    კვარაცხელიას "ნაპოლის" დასჯიან? - დე ლაურენტისი დიდ შარში გაეხვა

    იტალიურ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომლის მიხედვითაც "ნაპოლი" და მისი მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი დიდ გაურკვევლობაში არიან.

    კლუბის მფლობელი სასამართლოს მიერ ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი და დიდი ალბათობით მას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარსდგომა.

    საქმე ეხება 2020 წელს განხორციელებულ, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს. ოფიციალურად ცნობილია, რომ "ნაპოლი" ამ ტრანსფერში 71,25 მილიონი ევრო გადაიხადა, ეჭვი კი სწორედ ამ თანხის სირეალურეშია.

    დე ლაურენტისმა "ლილს" 50 მილიონი გადაუხადა, 21 მილიონი კი 4 ფეხბურთელში გამოუქვითა, რომლებიც საერთოდ  არ ჩანან.

    აურელიოს აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენი მართალია და სანერვიულო არაფერია.

    ასევე ცნობილია ისიც, რომ თუ დე ლაურენტისს გაამტყუნებენ სასჯელი არც თავად კლუბს არ ასცდება.

    Facebook კომენტარები