• 20-01-2024
    "აი, ამიტომ შევცვალე ადრე კვარაცხელია ფიორენტინასთან მატჩისას", - ნაპოლის მწვრთნელმა კითხვას უპასუხა
    "აი, ამიტომ შევცვალე ადრე კვარაცხელია ფიორენტინასთან მატჩისას", - ნაპოლის მწვრთნელმა კითხვას უპასუხა

    როგორც მოგეხსენებათ, იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ფიორენტინა" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

    ამ შეხვედრაში "პარტენოპეის" თავკაცმა, ვოლტერ მაცარიმ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 71-ე წუთზე გაიყვანა, რამაც კითხვები გააჩინა. ამ კითხვებს კი მან პრესკონფერენციაზე უპსაუხა:

    "როგორც წინა წელს, როცა "ნაპოლი" ძლიერ მეტოქეებს ხვდებოდა, კვარა გუნდს მუდამ ეხმარებოდა. დღესაც ანალოგიურად, ხვიჩა გუნდს დაეხმარა. მეორე ნახევარში ის წინ წავწიე და სიმეონეს უკან დავაყენე" 

    "მიუხედავად მისი აფეთქბებეისა, "ფიორენტინას" მცველები ყურადღებით იყვნენ და კარგად აიყვანეს. შეცვლები იმიტომ გავაკეთე, რომ მათი შესაჩერებელი გზა მეპოვა", - განაცხადა მაცარიმ.


    Facebook კომენტარები