• 21-06-2023
    “ევროპის  ჩემპიონატზე პირველად თამაში ოცნების ახდენაზე მეტია” - ანრი მექვაბიშვილი
    “ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაში ოცნების ახდენაზე მეტია” - ანრი მექვაბიშვილი

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრებუს კაპიტანმა, მარი მექვაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

    “ოცნების ახდენაზე მეტია, იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ ქვეყანაში, ეროვნულ სტადიონზე, პირველად ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე და კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის ვიბრძოლებთ. 

    ამ ტურნირისთვის მთელი გუნდი და სტაფი უკვე წელიწადზე მეტია ვემზადებით და დღეს, ისე როგორც არასდროს უნდა ვითამაშოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის და ერთმანეთისთვის. 

    მოუთმენლად ველოდებით მოედანზე გასვლას და ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშს. დღეს, ყველაზე მეტად სწორედ თქვენი მხარდაჭერა და ერთიანობა გვჭირდება!

    მე ვარ საქართველო”. - წერს მექვაბიშვილი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, საქართველოსა და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება დინამო არენაზე 20:00 საათზე გაიმართება.


    Facebook კომენტარები