21-01-2024
გამოირიცხა! - “ბარსელონა” კალვინ ფილიპსს აღარ შეიძენს
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონა” 28 წლის ინგლისელი ფეხბურთელის, კელვინ ფილიპსის შეძენით ინტერესდებოდა.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ფინანსური პრობლემების გამო ფილიპსის დამატებას ვერ მოახერხებს.
“მანჩესტერ სიტის” სურს, რომ იპოვოს გუნდი, რომელიც ფილიპსს იჯარის წესით დაიმატებს და მიზი ხელფასის უმრავლეს ნაწილს გადაიხდის. “ბლაუგრანა” კი ასეთო გუნდი ნამდვილად არ გახლავთ.
ცნობისთვის, ფილიპსმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
ტეგები:
Facebook კომენტარები