• 21-01-2024
    საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა “ბილბაოს” წინააღმდეგ
    საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა “ბილბაოს” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, “ვალენსიამ” ლა ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში შინ “ბილბაო” მიიღო და ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრა “ღამურების” ქართველმა კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

    გავლენიანი გამოცემა Sofascore-ს ვერსიით გიორგიმ 8.0 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

    ცნობისთვის, “ვალენსია” ლა ლიგაში 21 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

    Facebook კომენტარები