• 21-01-2024
    ხვიჩა სასტარტო შემადგენლობის მიღმა?! - რა შეიძლება მოხდეს "ინტერთან" ფინალში
    ხვიჩა სასტარტო შემადგენლობის მიღმა?! - რა შეიძლება მოხდეს "ინტერთან" ფინალში

    როგორც მოგეხსენებათ, იტალიის სუპერ თასის ფინალში "ნაპოლისა" და მილანის "ინტერის" დაპირისპირება შედგება.

    შეხვედრის წინ, გამოცემა "II Mattino"-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, აღნიშნულ დაპირისპირებაში კვარა, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩეს.

    კერძოდ, როგორც ირკვევა, "ფიორენტინასთან" თამაშში ქართველი შემტევი ძალიან გადაიღალა და დასვენების მიზნით ვალტერ მაძარიმ იგი, შეიძლება, სათადარიგო სკამზე დასვას.

    ცნობისთვის, ზემოთხსენებული მატჩი 22 იანვარს შედგება.

    Facebook კომენტარები