• 22-01-2024
    კრისტიან ვიერი: “კვარაცხელია ევროპის უძლიერესი მოთამაშეა”
    კრისტიან ვიერი: “კვარაცხელია ევროპის უძლიერესი მოთამაშეა”

    იტალიის ნაკრებისა და “ინტერის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კრსიტიან ვიერიმ “ნაპოლისა” და “ნერაძურის” შეხვედრამდე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

    ვიერიმ “პარტენოპეის” ქართველ გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

    “კვარაცხელია? მას გასულ სეზონში შესანიშნავი ჩემპიონატი ჰქონდა. ის იტალიასაში და ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა. კარგია, რომ ის საუდის არაბეთში ჩამოიყვანეს. მას აღმოსავლეთში კიდევ უფრო უკეთ გაიცნობენ. ხვალინდელ შეხვედრაში ნახავენ, თუ რა დონის ფეხბურთელია. სწორია ამ ქვეყანაში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების ჩამოყვანა”. - განაცხადა ვიერიმ.

    ცნობისთვის, სუპერთასის მატჩში 22 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

    Facebook კომენტარები