• 22-01-2024
    "გუნდის ქომაგობა მხოლოდ ტალახისა და ქვის სროლა არაა" - ზაზა დოლიძის განცხადება
    "გუნდის ქომაგობა მხოლოდ ტალახისა და ქვის სროლა არაა" - ზაზა დოლიძის განცხადება
    Author of the article
    Aa

    თბილისის "დინამოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ მედიასთსან კლუბის ქომაგებზე ისაუბრა.

    "მინდა გამოვყო გულშემატკივრების პასუხისმგებლობა. გუნდის ქომაგობა მხოლოდ კრიტიკა, ტალახის და ქვის სროლა არაა.

    "რატომღაც ვამჩნევ, რომ ჩვენს ქომაგებს კეთილი სურვილები არ აქვთ. ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკან ძალიან დიდი შრომა უდგას.

    "ფეხბურთელს ვყიდი თუ ფეხბურთელს ვკარგავ, ამის უკან ძალიან დიდი შრომაა. გულშემატკივარი კლავიატურასთან ზის და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მარტივია.

    "თუ გულშემატკივარს ფეხბურთი უყვარს, ხომ შეიძლება შაბათ-კვირას სტადიონზე მოვიდეს. ეს მათი პასუხისმგებლობაა. 

    "თუ გიყვარს, მაშინ მოდი სტადიონზე. თუ არ გიყვარს, მაშინ ჩემგან ნუ ელოდები, რომ მე უნდა გავაკეთო რაღაც განსაკუთრებული", - თქვა კლუბის ოფიციალურმა წევრმა.

    Facebook კომენტარები