• 21-06-2023
    "ხვიჩამ გლაზგოში თავი ვერაფერს მოაბა" - "Daily Record"-ის სტატია
    "ხვიჩამ გლაზგოში თავი ვერაფერს მოაბა" - "Daily Record"-ის სტატია

    როგორც იცით, ევროპის შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა 2:0 დამარცხდა.

    შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერფორმანსი ხვიჩა კვარაცხელიამ შემოგვთავაზა, რომელმაც თავის არცთუისე კარგ თამაშს გაფუჭებული პენალტიც დაუმატა.

    აღსანიშნავია, რომ ამ მატჩთან დაკავშირებით გამოცემა "Daily Record"-მა საინტერესო სტატია გამოაქყვეყნა.

    "ხვიჩამ გლაზგოში თავი ვერაფერს მოაბა, ის აარონ ჰიკიმ მშვენივრად გაანეიტრალა. "ნაპოლის" ვარსკვლავს მცირედი გამონათებები ჰქონდა, თუმცა საერთო ჯამში სტივ კლარკის უკანახაზი გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი შეტევა.

    "გლაზგოში მატჩის დაწყებამდე საქართველოს ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ 1 ჰქონდა წაგებული, თუმცა ვილი სანიოლის გუნდს შოტლანდიაში საერთოდ არაფერი არ გამოუვიდა.

    "საქართველო ნამდვილად პროგრესის გზაზე დგას, თუმცა ისინი შოტლანდიასთან უბრალოდ განადგურდნენ, ამის ასახსნელ მიზეზად კი ქართველები ამინდის მდგომარეობას მოიყვანენ", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები