• 24-01-2024
    შეთანხმება შედგა - "ნაპოლიმ" ახალი ფეხბურთელი დაიმატა
    შეთანხმება შედგა - "ნაპოლიმ" ახალი ფეხბურთელი დაიმატა

    უკვე გადაწყდა, რომ იანვრის სატრანსფეროს ფანჯარაზე "ნაპოლი" ლეანდერ დენდოკერს დაიმატებს.

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ასტონ ვილას" ბელგიელი ნახევარმცველი "პარტენოპეის" რიგებში იჯარით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

    როგორც ირკვევა, 28 წლის მოთამაშის სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებშია ჩანიშნული.

    აქვე გეტყვით, რომ "პარტენოპეის" მისი 9 მილიონად გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

    Facebook კომენტარები