• 25-01-2024
    “მიქაუტაძისთვის ბურთის მიმწოდებელი უნდა ვიპოვოთ” - ბერნარდ სერენი
    “მიქაუტაძისთვის ბურთის მიმწოდებელი უნდა ვიპოვოთ” - ბერნარდ სერენი

    როგორც მოგეხსენებათ, ფრანგულ “მეცს” ახლახანს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე იჯარის წესით დაუბრუნდა.

    გუნდში მიქაუტაძის დაბრუნების შემდეგ ერთი პრობლემა გაჩნდა, “მეცს” 10-იანის პოზიციაზე არცერთი მოთამაშე არ ჰყავს, რომელიც მიქაუტაძეს დაეხმარება.

    სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, “მეცის” პრეზიდენტმა, ბერნარდ სერენმა Republicain Lorrain-თან ისაუბრა:

    “აუცილებლად გვჭირდება გაძლიერება. უნდა დავიმატოთ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც უკან ითამაშებს და მიქაუტაძეს ბურთს მიაწვდის. ამჟამად გუნდში ერთადერთი ასეთი მოთამაშე აბლი ჯალოუ გახლავთ, რომელიც ტრავმირებულია და გუნდს უახლეს დროში დაუბრუნდება. მიუხედავად ამისა, შემტევი ნახევარმცველის პოვნას მაინც გავაგრძელებთ. ამჟამად 2-3 ვარიანტი გვაქვს”. - განაცხადა სერენმა.

    ცნობისთვის, მიქაუტაძემ “მეცში” დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ 2 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები