• 25-01-2024
    ივან იურიჩი: “საზონოვს დაცვის ცენტრში განვიხილავ”
    ივან იურიჩი: “საზონოვს დაცვის ცენტრში განვიხილავ”

    როგორც მოგეხსენებათ, “ტორინოს” ახალგაზრდა ქართველ მცველს, საბა საზონოვს არცისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა.

    ტურინული გუნდის თავკაცმა, ივან იურიჩმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “დაცვაში პრობლემები უთუოდ გვაქვს. ჯიჯი ჩვეულ ფორმაში ნამდვილად არ არის და არ გვინდა გავრისკოთ. ილიჩს ზურგი აწუხებს. ვინ ითამაშებს მის ნაცვლად? საზონოვს უფრო დაცვის ცენტრში ვხედავ, თუმცა ვნახოთ. დღევანდელო ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტავ ვინ ითამაშებს”. - განაცხადა იურიჩმა.

    ცნობისთვის, “ტორინოს” მომდევნო შეხვედრა 26 იანვარს “კალიარის” წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები