• 25-01-2024
    თბილისის “დინამომ” ოსკარ სანტისი დაიმატა
    თბილისის “დინამომ” ოსკარ სანტისი დაიმატა

    24 წლის გვატემალელო ფეხბურთელი, ოსკარ სანტისი კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ახალგაზრდა მოთამაშემ თბილისურ გუნდთან 2+1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე გუნდს თურქეთში შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადება.

    ცნობისთვის, ოსკარ სანტისმა გასულ სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ოსკარ სანტისი გუატემალას ნაკრების ღირსებას იცავს.

    Facebook კომენტარები