• 25-01-2024
    ლაშა ოდიშარია “რიგას ფუტბოლ სკოლაში” ითამაშებს
    ლაშა ოდიშარია “რიგას ფუტბოლ სკოლაში” ითამაშებს

    ახალგაზრდა ქართველო ფეხბურთელი, ლაშა ოდიშარია კარიერას “რიგას ფუტბოლ სკოლაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ლატვიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ გუნდში 8 ნომრიან მაისურს მოირგებს.

    ოდიშარია მის ყოფილ გუნდს თბილისის “დინამოს” სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა:

    “დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ყველა წუთისთვის რომელიც დინამოში გავატარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მეტარებინა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მაისური. წინსვლას და წარმატებას გისურვებთ”. - წერს ოდიშარია.

    ცნობისთვის, “რიგას ფუტბოლ სკოლა” ლატვიის მოქმედი ჩემპიონი და გამორჩეული გუნდი გახლავთ.

    Facebook კომენტარები