• 25-01-2024
    ნემანია მატიჩი კარიერას “ლიონში” გააგრძელებს
    ნემანია მატიჩი კარიერას “ლიონში” გააგრძელებს

    35 წლის სერბი ფეხბურთელი, ნემანია მატიჩი კარიერას “ლიონში” გააგრძელებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერანი ფეხბურთელი ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელს 2026 წლის ზაფხულამდე მოაწერს.

    ამჟამად გუნდებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში მიმდინარეობს.

    ცნობისთვის, მატიჩმა მიმდინარე სეზონში “რენის” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები