25-01-2024
მორიგი აღიარება! - რომელ ადგილზეა კვარა ყველაზე ხშირად დაჯარიმებად ფეხბურთელებში
Author of the article
გავლენიანი გამოცემა "Marca" ტოპ 5 ლიგაში ყველაზე ხშირად დაჯარიმებადი ფეხბურთელების სიას აქვეყნებს.
პირველ ადგილზე "ლაციოს" შემტევი, მატია ზაკანი გავიდა 75 აკიდებული ჯარიმით.
რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, აქ მადრიდის "რეალის" ყოფილი და ამჟამინდელი წარმომადგენლობაა.
მეორე ადგილზე ჯუდ ბელინგემია, რომლის წინააღმდეგაც თამაშის წესი 72-ჯერ დაირღვა. მესამე ადგილს ისკო ალარკონი იკავებს (71)
და რაც მთავარია, ამ სიაში ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოიძებნება, რომელის წინააღმდეგაც თამაშის წესები 64-ჯერ დაირღვა, ამ მაჩვენებლით კი ის მე-6 ადგილს იკავებს.
იხილეთ ფოტო:
ტეგები:
Facebook კომენტარები