• 22-11-2022
    "ზოგჯერ გიჟური რაღაცებიც ხდება", - არაბეთის მწვრთნელი არგენტინის დამარცხების შემდეგ
    "ზოგჯერ გიჟური რაღაცებიც ხდება", - არაბეთის მწვრთნელი არგენტინის დამარცხების შემდეგ
    ავტორი
    Aa

    მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დიდი სენსაცია ვიხილეთ - საუდის არაბეთის ეროვნულმა ნაკრებმა არგენტინა მინიმალური სხვაობით, 1-2 დაამარცხა.


    მატჩის შემდეგ აზიური გუნდის თავკაცმა ერვე რენარმა შეხვედრა შეაფასა:


    "ცაში ყველა ვარსკვლავი ჩვენთვის გაერთიანდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთში ასეთი გიჟური რაღაცები ხდება ხოლმე. ახლა, შეგვიძლია 20 წუთი ვიზეიმოთ, შემდეგ კი მომდევნო მატჩებზე ვკონცეტრირდეთ.


    ნორმალურია, რომ ხანდახან მეტოქე ნაკლები მოტივაციით გამოვიდეს, ჩვენც მოგვსვლია, როდესაც ჩვენზე სუსტ გუნდს ვხვდებოდით. 


    მეორე გოლი რომ გაგვეშვა, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი უნდა გაიღო", - განაცხადა მან.

    Facebook კომენტარები