• 26-01-2024
    ოფიციალურად - რომელ კლუბს შეუერთდა ვაკო ყაზაიშვილი
    ოფიციალურად - რომელ კლუბს შეუერთდა ვაკო ყაზაიშვილი

    ოფიციალურად - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი კარიერას "შანდონგ ტაიშანში" გააგრძელებს.

    ეს კლუბი ჩინეთის ჩემპიონატის გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში ჩინეთის სუპერ ლიგაში 58 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა.

    აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გატარებულ დროში 93 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

    Facebook კომენტარები