23-11-2022

ჰარი კეინი ტრავმირებულია - რამდენს ხანს იუქმებს ინგლისელი

ავტორი
ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალი 2022 ბრწყინვალედ დაიწყო - ირანი გამანადგურებელი სხვაობით, 6-2 დაამარცხა, თუმცა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ტრავმა მიიღო.
საუბარია ლონდონის "ტოტენჰემის" ვარსკვლავ ჰარი კეინზე, რომელმაც ირანელებთან შეხვედრაში 2 ასისტი გააკეთა.
The Athletic იტყობინება, რომ კეინს კოჭის დაზიანება აქვს, რომელიც ერთ-ერთი შეჯახებისას მიიღო. მას სიღრმისეული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც დაბრუნების თარიღიც გაირკვევა.
შემდეგ შეხვედრას ინგლისის ნაკრები 25 ნოემბერს, აშშ-ს წინააღმდეგ გამართავს.
ტეგები:
Facebook კომენტარები