• 26-01-2024
    ალონსო: "ლივერპული"? ჩემს მომდევნო სამსახურზე ახლა არ ვფიქრობ"
    ალონსო: "ლივერპული"? ჩემს მომდევნო სამსახურზე ახლა არ ვფიქრობ"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, 56 წლის გერმანელმა სპეციალისტმა, იურგენ კლოპმა დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს "ლივერპულს" დატოვებს.

    "ენფილდზე" კლოპოს ეპოქის დასასრულის გამოცხადებას პრესაში უკვე მოჰყვა სპეკულაცია იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლის იურგენს მერსესაიდულ გრანდში. ყველაზე აქტიურად "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელისა და ლევერკუზენის "ბაიერის" ამჟამინდელი თავკაცის, ჩაბი ალონსოს გვარი გაისმის. 

    ალონსოს ამის შესახებ შეკითხვა მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" ხვალინდელი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

    "რა თქმა უნდა, ეს დიდი მოულოდნელობაა. აღფრთოვანებული ვარ იმ სამუშაოთი, რაც კლოპმა "ლივერპულში" გასწია.

    სპეკულაცია ჩვეულებრივი რამაა. მე ახლა "ლევერკუნზე" ვარ ფოკუსირებული, დიდი მოტივაცია მამოძრავებს და ჩემს ფეხბურთელებთან მუშაობა მაბედნიერებს. ახლა მთელი ყურადღება ხვალინდელი შეხვედრისკენაა მიმართული.

    გამოვრიცხავ თუ არა "ლივერპულის" მომავალ მწვრთნელობას? ვაუ, ეს ძალიან პირდაპირი შეკითხვაა, რომელზეც პირდაპირი პასუხი არ მაქვს. ახლა ინტენსიურ, თუმცა ლამაზ მოგზაურობაში ვართ და საკუთარი მაქსიმუმის გაღებას ვცდილობ. ახლა არ მიდგას ის მომენტი, როცა ჩემს მომდევნო სამსახურზე უნდა ვფიქრობდე. სწორ ადგილას ვარ. ის, თუ რა მოხდება მომავალში, ახლა არ ვიცი და არც მაინტერესებს," - თქვა ალონსომ.

    შეგახსენებთ, რომ ჩაბის "ბაიერი" ბუნდესლიგას ლიდერობს და მეორეადგილოსან "ბაიერნს" 4 ქულით უსწრებს. "გლადბახთან" მატჩს "ფარმაცევტები" ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყებენ.

    Facebook კომენტარები