• 26-01-2024
    "ბაიერნი" მარჯვენა მცველს "გალათასარაიდან" იმატებს
    "ბაიერნი" მარჯვენა მცველს "გალათასარაიდან" იმატებს
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნმა" სტამბოლის "გალათასარაიდან" 23 წლის მარჯვენა მცველის, საშა ბოის ტრანსფერი შეათანხმა.

    Sky Germany-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ფრანგ მცველში 28-29 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხაში გათვალისწინებულია ბონუსებიც.

    საშა მიუნხენში შაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. იგი კლუბთან ხუთ-ნახევარ წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    მარჯვენა მცველის პოზიციაზე ბავარიული გრანდის მთავარ სამიზნედ "ნიუკასლ იუნაიტედის" გამოცდილი ფლანგელი, კირან ტრიპიერი მიიჩნეოდა, თუმცა "ჯორდებმა" გერმანელთა წინადადებები დაბლოკეს. სწორედ ამის შემდეგ გადაერთო "ბაიერნი" ბოიზე.

    ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 31 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი მონაგარი 2 გოლია.

    Facebook კომენტარები