• 23-11-2022
    ტრანსფერი დაიხურა! - ნკუნკუ “ჩელსიში” ითამაშებს
    ტრანსფერი დაიხურა! - ნკუნკუ “ჩელსიში” ითამაშებს
    Aa

    ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრებისთვის სოციალურ ქსელში ძალიან მაგარი ამბავი ვრცელდება.


    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, მეტ ლიუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონურმა გუნდმა "ლაიპციგიდან" ახალგაზრდა ნახევარმცველი, კრისტოფერ ნკუნკუ დაიმატა.


    ფრანგი ნახევარმცველი "არისტოკრატებს" 2023 წლის ზაფხულში შეუერთდება.


    ცნობისთვის, ლონდონურ გუნდს ნკუნკუს გადაბირება დაახლოებით 85 მილიონი ევრო დაუჯდა.


    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდა შუახაზელი ტრავმირებულია, ნკუნკუმ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, რის გამოც ის "მამლებს" მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ეხმარება.

    Facebook კომენტარები