• 23-11-2022
    “ჩელსის” ბელინგემის და რაისის შეძენა სურს
    “ჩელსის” ბელინგემის და რაისის შეძენა სურს
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელები, ჯუდ ბელინგემი და დეკლან რაისი არიან.


    ამ ორმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ირანის წინააღმდეგ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს.


    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, მეტ ლიუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსი" ამ ორი მოთამაშის შეძენით აქტიურად ინტერესდება.


    ამ ეტაპისთვის "არისტოკრატები" რაისის თაობაზე უკონკურენტოები არიან, ბელინგემთან დაკავშირებით კი ინტერესს მადრიდის "რეალი" და "ლივერპულიც" გამოთქვამენ.


    ასე რომ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

    Facebook კომენტარები