27-01-2024
“მამას ძალიან ეყვარებოდა” - დიეგო მარადონა უმცროსმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Author of the article
ლეგენდარული ფეხბურთელუს, დიეგო მარადონას ვაჟმა, დიეგო მარადონა უმცროსმა “ნაპოლის” ახალგაზრდა ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
“მამას ძალიან ეყვარებოდა კვარაცხელია. დიეგოს უყვარდა მოთამაშეები, რომლებმაც პუბლიკის სიამოვნებაზე თამაში იცოდნენ. უთუოდ, სიგიჟემდე მოეწონებოდა ხვიჩა, რომელიც მშვენიერი ფეხბურთელია”. - განაცხადა მარადონამ.
საგულისხმოა, რომ კვარაცხელია მარადონა უმცროსისგან ყოველთვის იმსახურებს შექებას.
შეგახსენებთ, რომ დიეგო 2020 წლის ნოემბერში გარდაიცვალა, რამაც ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარს გული დასწყვიტა.
ტეგები:
Facebook კომენტარები